პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი)
საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“
მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“
2022 წლის 6-7 ოქტომბერსს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „პოლონეთი – საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ მონაწილეობის მისაღებად . კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს.
დაგეგმილია შემდეგი სექციების მუშაობა:
1. ისტორია და პოლიტოლოგია.
2. ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები
3. კულტურა და ხელოვნება
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, პოლონური და რუსული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების თეზისები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: larmaria19@yahoo.com ან maicha@mail.ru.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება კონფერენციის შემდეგ და სტატიის გაფორმების წესს გამოგიგზავნით 15 ოქტომბერს.
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.
დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა/მასალები, კონფერენციის მოხსენებათა კრებული.
პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომერე, პროფესორი მარია ფილინა, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პროფესორი დანუტა ოსოვსკა, ბეატა კარს, მაია თუხარელი